ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა

 
ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა
 
ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. რჩეულიშვილი დაახლოებით ერთი თვის წინ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს.  ვახტანგ რჩეულიშვილი იყო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე; 1992-2003 წლებში - საქართველოს მე-3, მე-4, მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი; ასევე იყო შავი ზღვის ქვეყნების მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის ასამბლეის თავმჯდომარე. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, „1979-1982წწ. იყო ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი; 1982-1984წწ. კომკავშირის ცკ-ს ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1982-1985წწ. უცხოეთის განყოფილების ინსტრუქტორი; 1985-1987წწ. მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საინფორმაციო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე. 1985 წლიდან აქვეყნებს სტატიებს. იყო საქტელერადიო კომიტეტის პოლიტიკური მიმომხილველი".