საიტის წესები და პირობები

ვებ გვერდი www.momsaxurebebi.ge - ს მფლობელი  და მესაკუთრე შპს პროსერვისი

1: შესავალი: წინამდებარე დოკუმენტში თქვენ ეცნობით momsaxurebebi.GE ვებგვერდის  მოხმარების, წესებსა და პირობებს.
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
1) ჩვენ - ვებგვერდი: momsaxurebebi.GE
2) თქვენ - ჩვენი (ვებგვერდის) მომხმარებელი (დამკვეთი / შემსრულებელი);
3) ვებგვერდი - ჩვენ საკუთრებაში არსებული ვებგვერდები რომელიც ზემოთაა აღნიშნული;
4) პროექტი - ჩვენ საკუთრებაში არსებული ზემოთ აღნიშნული "1)" ჩვენ - ვებგვერდი ;
4) პლატფორმა - ჩვენ საკუთრებაში არსებული ზემოთ აღნიშნული "1)" ჩვენ - ვებგვერდი ;
ამ წესების და პირობების გაცნობით, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მოგაწოდოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საიტის მომხმარებელსა და მოხმარებასთან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი ვებგვერდის გამოყენებისა და მოხმარების პირობებს. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო საიტის გამოყენების წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას თქვენ და ჩვენ შორის. თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის ფაქტი ავტომატურად მოგაქცევთ საიტის გამოყენების წესების და პირობების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია საიტის გამოყენების წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ.
საიტის გამოყენების წესებისა და პირობების მოქმედება თანაბრად ვრცელდება მომსახურებების მომხმარებელზე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ტექნიკური საშუალების გამოყენებით ხდება სერვისებზე წვდომის მოპოვება, იქნება ეს ვები (WWW), მობილური ტელეფონი, მესამე პირების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმები თუ სხვა ნებისმიერი საშუალება.

2: რას ემსახურება პროექტი

მოცემული პროექტი დამაკავშირებელი ცენტრია მომხმარებლებსა და შემსრულებლებს შორის, პროექტის მიზანია დააკავშიროს დამკვეთი და შემსრულებელი სხვადასხვა მომსახურებით სფეროში, ასევე შექმნას მაქსიმალური კომფორტი მათ შორის.
მომხმარებელი - დამკვეთს
* ჩვენი პროექტის ონლაინ სივრცეში, შესაძლებლობა აქვს მოიძიოს მისთვის სასურველი სერვისი, ინფორმაცია მომსახურებების პირობებზე და ფასზე, ასევე საკონტაქტო სხვადასხვა ინფორმაცია სერვისზე; მომხმარებელი - შემსრულებელს
* მოცემული პროექტის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ონლაინ სივრცეში განათავსოს მისთვის სასურველი განცხადება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება პოტენციური დამკვეთებისთვის;

3: განცხადების განთავსება ჩვენ პლატფორმაზე:

3.1 ვებ-გვერდზე განცხადების განსათავსებლად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა და წინამდებარე წესებსა და პირობების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება. ასევე დადასტურება რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული მომსახურების რეალიზაციის უფლება.

მას შემდეგ რაც მომხამარებელი გაივლის ავტორიზაციას მას აქვს საშუალება დაამატოს განცხადება, განცხადება ემატება უვადოდ მას შემდეგ რაც ადმინისტრატორი დაადასტურებს 1 სამუშაო დღის ვადაში, ასევე მომხარებელს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერ დროს  vip და super vip შეთავაზებები

3.2. მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

3.3 განთავსებული განცხადება (მათ შორის ფოტო მასალა) არ უნდა შეიცავდეს პირადი ხასიათის (პირის მაიდენტიფიცირებელ) ინფორმაციას (მაგალითად საცხოვრებელ მისამართი, ავტომობილის ნომერი და სხვა მსგავსი) გარდა სახელისა და ტელეფონის ნომრისა. მომხმარებელი (განმცხადებელი) ვალდებულია განცხადება შეადგინოს ზოგადი შინაარსის ინდივიდუალური ანდა პირადი მინიშნებების ანდა მახასიათებლების გარეშე.

3.4 არავის აქვს ვებ გვერდზე რაიმე სახის მათ შორის განთავსებული განცხადებების ("კონტენტის") ცვლილების უფლება; აღნიშნულის ექსკლუზიური უფლება აქვს მხოლოდ შუამავალს.

3.6 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების შესაბამისად განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ. აკრძალულია განცხადებაზე ატვირთულ სურათებზე პირადი ნომრების, ტელეფონის ან ავტომობილის ნომრის, მისამართის, პროდუქციის ჩამონათვალისა და ფასების მითითება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული განცხადების აღწერაში/ტექსტში, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება საიტიდან წაიშლება ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, რასაც შესაძლოა მოჰყვეს მომხმარებლის დაბლოკვა უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

3.5 საიტზე განცხადების დამატების უფლება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა. თუ განცხადება განათავსა 18 წლამდე მომხმარებელმა ან/და რეგისტრირებული მომხმარებლის გვერდზე 18 წლამდე ასაკის პირმა, დამდგარ სამართლებრივ შედეგებზე პასუხს აგებს თავად მომხმარებელი ან/და 18 წლამდე ასაკის პირი ანდა მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე).

3.7 საიტზე ერთი მომხმარებლის განცხადებები არ უნდა მეორდებოდეს (არ უნდა იყოს განცხადების დუბლირება).

3.8 აკრძალულია განცხადებაში ე.წ. „თეგების“ გამოყენება. ასევე დაუშვებელია განმცხადებლის მიერ განცხადების წაშლა და შემდეგ იგივე განცხადების ხელახლა განთავსება რაც რეალურად გულისხმობს განცხადების ვადის განახლებას;

3.9 მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება პროდუქციის ან/და მომსახურების შესახებ. აღნიშნული მომსახურება აუცილებლად უნდა მიეკუთვნებოდეს საიტზე არსებულ შესაბამის კატეგორიებს.

3.10 საიტზე განთავსებული განცხადება:

A.არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო, საჯარო წესრიგის ან სხვათა უფლებების (საავტორო ან სხვა) დამრღვევი, მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.

B.მიზნად არ უნდა ისახავდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.

C.არ უნდა შეიცავდეს უცენზურო სიტყვებს ანდა გამოსახულებებს.

D.ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

E.არ უნდა ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს.

F.არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის პატივს, ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.

G.არ უნდა შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკურ, უმცირესობათა ანდა რაიმე სახის დისკრიმინაციას.

H.არ უნდა შეიცავდეს ინტიმურ, ანდა პორნოგრაფიულ მონაცემებს (ინფორმაციას).

I.არ უნდა შეიცავდეს განცხადების ობიექტისგან განსხვავებული სარეკლამო ინფორმაციას ქონების, თუ მომსახურების, ან შუამავალის შესახებ.

J.არ უნდა შეიცავდეს მესამე წყაროდან ჩასმულ კოდს, რომლის მეშვეობითაც ხდება ჩვენებების მიხედვით თანხის გამომუშავება.

3.11 განცხადების სათაურში და განცხადების ტექსტში (აღწერაში) დაუშვებელია ტელეფონის ნომრის მითითება;

3.12 მომხმარებელი არ უნდა დაეყრდნოს საიტზე განთავსებულ ინფორმაციას იმ ვარაუდით რომ განთავსებული ინფორმაცია ლეგალურია.

3.13 momsaxurebebi.ge არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

3.14 momsaxurebebi.ge უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება საქონლისა/მომსახურების ადვილად მოძებნაში.

3.15 momsaxurebebi.geს არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი საქონელი/მომსახურება და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.

3.16 განცხადებაში მითითებული საქონლის/მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლდება ჩვენს მიერ.

3.17 საიტზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.

3.18 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

3.19 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.

3.20 გამომდინარე საიტის წესებიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.

3.21 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

3.22 თუ მომხმარებლის მიერ ბალანსზე ბოლო ჩარიცხვიდან ორი წლის განმავლობაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ მისი კაბინეტის საშუალებით რაიმე სახის აქტივობა, კერძოდ, ახალი განცხადების განთავსება, არსებული განცხადების განახლება ან რედაქტირება, ბალანსი განულდება.

3.23 თუ მომხმარებლის გვერდზე განთავსებული განცხადებები ან რომელიმე განცხადება, ინფორმაცია ან/და ფოტი/ვიდეო მასალა, არ შეესაბამება საიტის წინამდებარე წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, momsaxurebebi.geს მომხმარებლის წინასაწარი გაფრთხილების/შეტყობინების გარეშე ცალმხირვად შეუძლია აღნიშნული განცხადებ(ებ)ის, ინფორმაციისა ან/და ფოტო/ვიდეო მასალის წაშლა,  საიტის წესებთან ან/და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მისი რედაქტირება ან/და მომხმარებლის დაბლოკვა, რაზეც მომხმარებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას და არ ექნება არავითარი პრეტენზიები კომპანიის მიმართ.


4: პასუხისმგებლობები:

ჩვენ ვიღებთ პასუხიმგებლობას:
* თქვენს მიერ შევსებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე;
* თქვენი ინფორმაციის განთავსებაზე ინტერნეტ სივრცეში (ჩვენს ზემოთ აღნიშნულ პლატფორმაზე);
* თქვენს მიერ შეძენილი ფასიანი განცხადების (VIP, BANNER ან სხვა) პოზიციის შემთხვევაში,
ვუზრუნველყოთ მისი შესაბამის სივრცეებში განთავსება შეძენილი პერიოდის განმავლობაში;
* იმ შემთხვევაში თუ თქვენ გექნებათ დასაბუთებული, დადასტურებული ინფორმაცია "განმცხადებელზე (განცხადების ავტორზე)" რომ ის, არაჯეროვნად, არაკეთილსინდისიერათ, ან რაიმე სახის კანონდარღვევით აწარმოებს საქმიანობას და ამ საქმიანობის პოპულარიზაციისთვის იყენებს ჩვენს პლატფორმას - თვენ აუცილებლად განვიხილავთ აღნიშნულ მომხმარებელს და ამავე ინფორმაციის დადასრუტების შემთხვევაში დავბლოკავთ მის ყველა ქმედებას ჩვენს პლატფორმაზე
აუცილებელია მსგავსი ტიპის ინფორმაცია მოგვაწოდოთ ელექტრონული, წერილობითი გზით ელ-ფოსტის საშუალებით [email protected]_ზე,
აუცილებელია დაადასტუროთ თქვენი პიროვნება და თუ რა შემხებლობა გაქვთ აღნიშნულ განმცხადებელთან
აუცილებელია თან დაურთოდ ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია რომელიც დაადასტურებს აღნიშნული განმცხადებლის მიმართ თქვენი პრეტენზიის სიზუსტეს

ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას თქვენს მიერ შევსებული ინფორმაციის სიზუსტესა და სანდოობაზე (სრული პასუხისმგებლობა ენიჭება განცხადების ავტორს/შემსრულებელს);
ჩვენ არავართ პასუხისმგებლები ჩვენ პლატფორმაზე განთავსებული მომსახურების ხარისხსა და შესრულებაზე (სრული პასუხისმგებლობა ენიჭება განცხადების ავტორს/შემსრულებელს);
ჩვენ არავართ პასუხისმგებლები ჩვენ პლატფორმაზე განთავსებული მომსახურების ფასსა და ანგარიშსწორებაზე (სრული პასუხისმგებლობა ენიჭება განცხადების ავტორს/შემსრულებელს ან განმცხადებლის დამკვეთს);

5: ჩვენი უფლებამოსილება და ანგარიშსწორება:

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევაჩეროთ წავშალოთ ან დავბლოკოთ ნებისმიერე განცხადება ან განმცხადებელი იმისდა მიუხედავად თუ რა პრიორიტეტით (ფასიანი თუ უფასო) სტატუსით სარგებლობს ეს უკანასკნელი,
ჩვენი მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ჩვენ არ ავანაზღაურებთ არანაირ ფინანსურ მხარეს, იმისდა მიუხედავად თუ რა ღირებულების პაკეტითაც არ უნდა სარგებლობდეს ეს უკანასკნელი ზემოთ აღნიშნული ჩვენი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანისას ან და მანამდე
ჩვენ არ ავანაზღაურებთ არანაირ ფინანსურ მხარეს, რომელიც რომ შეიძლება წარმოიქმნას ჩვენს მომხმარებლებს შორის;

6: დაბრუნების პოლიტიკა:
არ გიბრუნდებათ თანხა რომელსაც თქვენ რიცხავთ ან სხვა გირიცხავთ ამავე პლატფორმის თქვენს ანგარიშზე, "აღნიშნული თანხა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მხოლოდ: ამავე პლატფორმაზე, თქვენი განცხადებისთვის, სხვადასხვა ფასიანი შემოთავაზებების შესაძენად(VIP, BANNER ან სხვა)";

თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს პოლიტიკას - ფინანსურს ან რაიმე სხვას, თქვენ არ უნდა ისარგებლოთ ჩვენი პლატფორმით
ჩვენი პლატფორმის სარგებლობით ან რეგისტრაცია ავტორიზაციით თქვენ სრულად ეთანხმებით ჩვენს პოლიტიკას, წესაბსა და პირობებს, და თქვენ ვერანაირი პრეტენზია ვერ გექნებათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენს მიმართ;

ჩვენ ვიღებთ მხოლოდ იმ პასუხისმგებლობას რომ: მხოლოდ შუამავალი რგოლი ვიყოთ მომხმარებლებს შორის და მათ ერთმანეთზე ჰქონდეთ ის ინფორმაცია რომელსაც თავიანთი სურვილით აქვეყნებენ ჩვენი პლატფორმის საშუალებით;

7: კონფიდენციალურობის პოლიტიკა:

თქვენ ჩვენს პლატფორმაზე, შეგყავთ ინფორმაცია, თქვენივე, თქვენს საკუთრებაში ან უფლებამოსილებაში არსებული მომსახურების შესახებ, ასევე თქვენს შესახებ, და ამ ინფორმაციას ასაჯაროვებთ თქვენივე სურვილით, ჩვენი პლატფორმის საშუალებით, თქვენივე სარგებლის მისაღებად ან რაიმე სხვა;
შესაბამისად: ინფორმაციას რომელიც არ შეიცავს კონფიდენციალურ მონაცემებს, და თქვენი მხრიდან განკუთვნილია(გამოქვეყნებულია) თქვენივე სარგებლისთვის(ან რაიმე სხვა) და აქვეყნებთ თქვენივე სურვილისამებრ, ეს ინფორმაცია ვერ ჩაითვლება კონფიდენციალურად და შესაბამისი პასუხისმგებლობებიც ვერასოდეს დადგება და ვერ იარსებებს ჩვენსა და თქვენს შორის.

7.1: რა შეიძლება რომ ჩაითვალოს კონფიდენციალურ ინფორმაციათ:
7.1.1: ინფორმაცია რომელიც თქვენ შეგყავთ ჩვენს პლატფორმაზე და არ ასაჯაროვებთ;
7.1.2:ინფორმაცია რომელიც არ გაქვთ გასაჯაროვებული თუმცა წარსულში გქონდათ გამოქვეყნებული ან შენახული;
7.1.3:ინფორმაციას რომელსაც ჩვენი პროგრამა ინახავს, პლატფორმაზე თქვენი ქმედებების შესახებ;

ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია (6.1; 6.1.1; 6.1.2; 6.1.3;) ჩაითვლება კონფიდენციალურად, რომლის დაცვასა და გამოყენებას მოვახდენთ საქართველოს დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად;

წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად.
წინამდებარე პოლიტიკის ბოლო აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.