რა გჭირდებათ და რა ღირს საიტის შექმნა?

საიტის შესაქმნელად ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის პროგრამული უზრუნველყოფის გუნდის დაქირავება. მზარდი კონკურენციის პირობებში, მნიშვნელოვანია იმის გაგებაც, თუ როგორ უნდა გახადოთ თქვენი საიტი წარმატებული. ქვევით მოცემულია სხვადასხვა შემოთავაზებები და ვრცელი სტატია სადაც განხილულია საიტის დამზადების ეტაპები

 

საიტების დამზადება

 
ვებ გვერდის დამზადება / საიტის დამზადება
VIP
giorgi
თბილისი
1 შეფასება

ვებ გვერდის დამზადება / საიტის დამზადება

გჭირდებათ თანამედროვე და ფუნქციური ვებსაიტი? ჩვენი გუნდი გთავაზობთ პროფესიონალურ ვებსაიტის შექმნის სერვისს, რომელიც მორგებული იქნება თქვენი ბიზნესის საჭიროებებს. ჩვენ შეგიქმნით ვებგვერდს, რომელიც იქნება: ✅ მოქნილი და მომხმარებლისთვის კომფორტული ✅ SEO ოპტიმიზირებული - დაიმსახურეთ მეტი ვიზიტორი და კლიენტი ✅ ფუნქციონალურად მდიდარი - ნებისმიერი ტიპის ფუნქციის შექმნა და გამართვა. ✅ უსაფრთხო - SSL სერტიფიკატები და დაცული მონაცემები ჩვენ გთავაზობთ ადაპტირებულ დიზაინებს და გამართულ ფუნქციონალს ნებისმიერ მოწყობილობაზე (მობილური, ტაბლეტი, კომპიუტერი). დაგვიკავშირდით ახლავე და დაიწყეთ თქვენი ონლაინ სივრცის მშენებლობა!

ტელ: 555 76 * * * * ტელ: 555 76 75 72
საიტის შექმნა (ვებგვერდი, ვებსაიტი)
VIP
გიორგი
თბილისი
0 შეფასება

საიტის შექმნა (ვებგვერდი, ვებსაიტი)

გთავაზობთ ვებ გვერდის დამზადებას უნიკალური დიზაინით და მარტივი სამართავი პანელით! ინდივიდუალური დიზაინი დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით იხატება უნიკალური დიზაინი, რაც საშუალებას გვაძლევს ვებ გვერდი იყოს ყველასგან გამორჩეული. ვებ გვერდის კომპონენტები ✓ უნიკალური ვებ დიზაინი (არანაირი შაბლონი). ✓ მობილურ მოწყობილობებზე მორგებული ინტერფეისი. ✓ ვებ საიტის მართვის პანელი. ✓ საძიებო სისტემებისათვის ოპტიმიზირებული. ✓ სისწრაფეზე ორიენტირებული, მსუბუქი და ინტერაქტიული ✓ სამენოვანი საიტის დამზადება. ✓ საჭიროების შემთხვევაში ლოგოს დამზადება. ✓ დაცული ვებ გვერდი (SSL) ვებ გვერდის დამზადების პროცედურა 1 ტექნიკური დავალების მომზადება 2 დომენის / ჰოსტინგის რეგისტრაცია 3 ვებ დიზაინი (UI/UX) (ლოგო) 4 დეველოპმენტი (Frontend; Backend) 5 საძიებო სისტემებთან ოპტიმიზაცია 6 ვებ გვერდის ტესტირება 7 ინფორმირება საიტის მართვის შესახებ 8 საიტზე ინფორმაციის განთავსება 9 დასრულებული ვებ-გვერდის ჩაბარება

ტელ: 555 76 * * * * ტელ: 555 76 75 72


ხშირად დასმული კითხვები



რა დრო ჭირდება საიტის შექმნას?

ყველა კომპანია ვადებს ინდივიდუალურად ადგენს იქიდან გამომდინარე რა პროგრამულ ენებსა და პლატფორმებზე მუშაობენ.

საშუალოდ ვადები ასე გამოიყურება:

საინფორმაციო ვებ-საიტი: 15-20 სამუშაო დღე.

კორპორატიული ვებ-საიტის : 20-25 სამუშაო დღე.

ონლაინ შოპის ვებ საიტი : 25-30 სამუშაო დღე.

რა ღირს საიტის დამზადება?

საიტის ფასი ინდივიდუალურად, პროექტის სირთულიდან გამომდინარე დგინდება.
ფასები საშუალოდ 1000- ლარიდან იწყება





საიტის დამზადების ეტაპები


საიტების დამზადება დღევანდელი ბიზნესის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს, იგი მუდმივად, თქვენგან დამოუკიდებლად იღებს ვიზიტორებს და აწვდის მათ ინფორმაციას, სწორედ აქ იჩენს თავს, თუ რამდენად კარგადაა დალაგებული თქვენი საიტი, არის თუ არა მისი დიზაინი კომპანიის სახე, რამდენად მარტივი ინტერფეისი აქვს და მარტივი გამოსაყენებელია მომხმარებლისთვის.

საიტების დამზადება

როგორ ხდება საიტების დამზადება?


დამკვეთთან ერთად პროექტის მენეჯერი გაივლის ყველა საჭირო დეტალს, შეისწავლის კომპანიის ღირებულებებს, რაც ვებ-გვერდის შექმნისას უნდა იყოს გათვალისწინებული;

შევისწავლით ბრენდს და შევქმნით მისი დამახასიათებელი თვისებების მქონე ვებ-დიზაინს

მარკეტინგის სპეციალისტი იმუშავებს მის სხვადასხვა ხელსაწყოებთან ინტეგრაციაზე და SEO ოპტიმიზაციის ტექნიკურ გამართულობაზე

რამდენად მნიშვნელოვანია ვებ-გვერდების დამზადება კომპანიებისთვის?

ონლაინ გაყიდვების არსებობისთვის აუცილებელია გქონდეთ ვებ-გვერდი, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი პროდუქტი/სერვისი იდეალურად წარმოაჩინოთ და მომხმარებელს შეუქმნათ კომფორტული გარემო გადაწყვეტილების მისაღებად. ვებ-გვერდის მართვა და ოპტიმიზაცია ცალკე საკითხია, თუმცა, იგი თანამედროვე ბიზნეს საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. დღევანდელი მონაცემებით, სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ინტერნეტს გასართობად, საშოპინგოდ, ბლოგის წასაკითხად, საგანმანათლებლოდ და სხვა მიზეზებით. ამის გათვალისწინებით, ბიზნესებიც ნელ-ნელა გადადის ციფრულ სამყაროში, სადაც თავის დამკვიდრების სხვადასხვა გზა არსებობს, ერთ-ერთი კი გახლავთ ვებ გვერდის გამოყენება. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საიტი, ჩათვალეთ რომ უამრავ პოტენციურ მომხმარებელს კარგავთ. ამ სტატიაში, ვრცლადაა მოცემული ვებ-გვერდის ყველა უპირატესობა.

saitebis damzadeba



კავშირი 24/7

ვებ გვერდების საშუალებით, ბიზნესი და მომხმარებელი მუდმივ კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან, ნებისმიერ დროსა და ადგილზე. მომხმარებლისთვის საჭირო დახმარების მუდმივი გაწევა რთული საქმეა ნებისმიერი ბიზნესისთვის. ამასთან, მომხმარებელთა საფორთის ინტერნეტით უზრუნველყოფა უფრო ადვილი და ხარჯეფექტურია, ვიდრე პერსონალის დაქირავება მხარდაჭერის (საფორთის) უზრუნველსაყოფად. მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, ორი გზა არსებობს, ჩატბოტი, რომელიც მომხმარებელს აწვდის დაშაბლონებულ ინფორმაციას, მათთვის საინტერესო საკითხებზე (გააჩნია რა ინფორმაციას მიაწვდის ნარატივდიზაინერი პროგრამას) და ფანჯარა, წარწერით- ,,ხშირად დასმული კითხვები“. აქ მომხმარებელთა ყველა ხშირად დასმულ კითხვაზე ვებ საიტი პასუხობს, რაც ზოგავს თქვენს დროსა და რესურსებს, ხოლო მომხმარებლებს ზუსტ და შესაბამის ინფორმაციას აწვდის.

გაყიდვები

ვებ გვერდის საშუალებით, თქვენი ბიზნესი ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რაც მეტად კომფორტულს ხდის გაყიდვის პროცესს.

რენტაბელობა

ფიზიკურ მაღაზიას სჭირდება კომერციული ფართი, ავეჯი, ინტერიერი და თანამშრომლები, რომლებიც დამატებითი ხარჯებია. იმ თანხების გათვალისწინებით, რაც ყოველივე ამისთვის დაგჭირდებათ, ვებ საიტის დამზადება მიზერულ ფასს აღწევს და გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა.

შემოსავლის ზრდა

საიტები ზრდის შემოსავალს. ამისთვის მხოლოდ SEO-ს სწორი ოპტიმიზაცია გჭირდებათ, რათა საძიებო სისტემებში თქვენმა ვებ გვერდმა დაიკავოს მოწინავე ადგილი.

სანდოობა

დღეს, მომხმარებელი ყოველი ბიზნესისგან ელის ვებ გვერდს ან სხვა ციფრულ პლატფორმას. ეს მეტად სერიოზულ ფონს გიქმნით, ასევე ასტაბილურებს და მეტად მოსახერხებელს ხდის თქვენი ბიზნესის ცხოვრებას. თუ ბიზნესის ვებ გვერდი თავისი თვისებებით და ნავიგაციით არის სრულყოფილი, მომხმარებლები უფრო მეტად ენდობიან და სარგებლობენ მათი მომსახურებით.  ოპტიმიზაციები, რომლებიც საჭიროა წარმატებული ვებ-გვერდისთვის იმისათვის, რომ პროდუქტიული საიტი გქონდეთ, რომელიც კონკურენტულ გარემოში მოწინავე პოზიციებს დაიკავებს, აუცილებელია, გაუკეთოთ ოპტიმიზაცია რამდენიმე მიმართულებით.

seo ოპტიმიზაცია

სისწრაფე

პირველ რიგში, თქვენი მთავარი საზრუნავია, მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფია თქვენი საიტი, რაც უფრო სწრაფად იტვირთება და მოძრაობს შიდა ინტერფეისში მით უფრო კმაყოფილი რჩება მომხმარებელი. სისწრაფე განაპირობებს მომხმარებელთა ქცევას თქვენს საიტზე და ასტიმულირებს ყიდვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რა თქმა უნდა, სხვა რიგ საკითხებთან ერთად.

საიტის დამზადება

ადაპტირებულობა

ონლაინ მომხმარებლების დაახლოებით 55-57% მობილური ტელეფონებით გადადიან ვებ-გვერდებზე, შესაბამისად, აუცილებელია თქვენი ვებგვერდი ადაპტირებული იყოს ყველა სახის დივაისთან.

სეო ოპტიმიზაცია (SEO)

საიტის სეო ოპტიმიზაცია გეხმარებათ რელევანტური კლიენტების/მომხმარებლების საძიებო სისტემებიდან გადმომისამართებაში, როგორებიც არის - Google, Bing, Yahoo, Yandex, Baidu და ასე შემდეგ. საიტის სეო ოპტიმიზაცია რამდენიმე ძირითად მიმართულებებად შეგვიძლია ჩავშალოთ, რომლებიც მოიცავს კონტენტის, საიტის ტექნიკური მხარის და ავტორიტეტზე ზრუნვას. რა შედეგი მოაქვს საიტის სეო ოპტიმიზაციას?

seo ოპტიმიზაცია


დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი კონკურენტები ძალიან დიდ დროს და ენერგიას ხარჯავენ ამაში. საიტის სეო ოპტიმიზაცია გაძლევს უნიკალურ საშუალებას, მომხმარებელს შესთავაზო ის რასაც ეძებს, რაც ძალიან ზრდის იმის შანსს რომ საძიებო სისტემებიდან გადმოსული მომხმარებელი გახდეს პროდუქტის ან სერვისის მყიდველი. (გაიხსენეთ, უნდა დაახვედრო ის, რასაც ეძებს) რაც უფრო მაღალ პოზიციას იკავებ საძიებო სისტემაში, მით მეტი მომხმარებელი ანიჭებს უპირატესობას შენს საიტს, რადგან თვლის, რომ შენ მეტად სანდო და რელევანტური ინფორმაციის მიწოდება შეგიძლია. საძიებო სისტემაში მომხმარებელი რამოდენიმე ფაქტორს აკვირდება, სანამ თქვენს საიტს დაკლიკავს ან კონკურენტისას. მიმზიდველი სათაური და აღწერა ზრდის CTR - ს (Click through rate), მას შემდეგ, რაც მომხმარებელი საიტზე გადმოვა უნდა დახვდეს ის რასაც ეძებს, მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაეხმარება. თუ ინფორმაციას ეძებს, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია დავახვედროთ, თუ პროდუქტს ან მომსახურებას, მაშინ ხარისხზე, პროდუქტის ან მომსახურების აღწერაზე, შეძენის სიმარტივეზე და მიწოდების პირობებზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება საძიებო სისტემა გაძლევთ საშუალებას გყავდეთ სტაბილური მომხმარებელი, რომელთა განზრახვაც წინასწარ იცით. როდესაც მომხმარებლის სურვილი წინასწარ იცი, მარტივია შესთავაზო ის რაც უნდა. თუ ჯერ კიდევ არ გიზრუნია საიტის სეო ოპტიმიზაციაზე, დროა ამ კუთხითაც განავითარო შენი ბიზნეს საქმიანობა და მიიღო მეტი მოგება/ავტორიტეტი კონკურენტებთან შედარებით.

On site ოპტიმიზაცია

საიტის თითოეული გვერდი და პოსტი უნდა იყოს უნიკალური, მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ მომხმრებელს დაახვედრო საიტის გვერდზე ის, რასაც ეძებს საძიებო სისტემაში.


საძიებო სისტემის ფუნქციონირების მთავარი ღირებულება მაქსიმალურად რელევანტური ინფორმაციის მიწოდებაა მომხმარებლისთვის. ამიტომაც, როდესაც საიტზე კონტენტს ქმნი, ყოველთვის ეცადე, რომ მომხმარებლის თვალით შეხედო განთავსებულ ინფორმაციას ან/და პროდუქტს. კონკურენტული გარემოს პირობებში უპირატესობას მოიპოვებ რელევანტური და უნიკალური კონტენტის გამოქვეყნებით.

ტექნიკური ოპტიმიზაცია

აქ შეგვიძლია გავაერთიანოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დეველოპერის მოვალეობაში შედის, როდესაც საიტის შექმნას იწყებს. მაქსიმალურად მსუბუქი საიტი, მარტივი და საჭირო კოდირება, რომ საძიებო სისტემის რობოტებს საქმე გავუმარტივოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ.

საიტის ავტორიტეტზე ზრუნვა (Off-site ოპტიმიზაცია)

ხშირია სეო კლიენტების უკმაყოფილება, რომლებსაც შედეგის დადება 1-2 თვის ფარგლებში სურთ. თუმცა, საიტის ოპტიმიზაცია ხანგრძლივი პროცესია, რისთვისაც თითოეული ზემოთ ნახსენები ასპექტი აუცილებელია. Off site ოპტიმიზაციის პირობებში უნდა ვეცადოთ, გავზარდოთ საიტის ავტორიტეტი სხვა გარე რესურსებით. მაგალითად, ავალაპარაკოთ სხვა რელევანტური საიტები ჩვენზე, გამოვიყენოთ ნიუს საიტები და ვისაუბროთ ჩვენი საქმიანობის შესახებ. თუმცა, აუცილებელია, რომ თითოეული სტატიიდან რელევანტური ლინკი მისამართდებოდეს თქვენს საიტზე. რაც უფრო მეტი სანდო რესურსი მოიხსენიებს თქვენს საიტს, მით უფრო იზრდება თქვენი საიტის ავტორიტეტი, რაც საბოლოო ჯამში, პოზიციების გამყარებაში გეხმარებათ და თქვენთვის სასურველ ქივორდებზე (საძიებო ფრაზები) მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდებით საძიებო სისტემაში.