რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

 
„Breathless“ („ბოლო ამოსუნთქვაზე“) 1960 ჟან-ლუკ გოდარის წარმოუდგენლად თავხედური და საოცრად გამჭრიახი დებიუტი, ახალგაზრდა ჟან-პოლ ბელმონდოს და ჯინ სიბერგის მონაწილეობით. ტრეილერი „I'm Your Man“ 2021 გერმანული სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანტიკული კომედია მარტოხელა არქეოლოგ გოგოზე, რომელიც მეურნეობაში იდეალურ თანამგზავრ ანდროიდს (დენ სტივენსი) აიყვანს. შეყვარებულებს განსაკუთრებით მოგეწონებათ. ტრეილერი     „Reminiscence“ („მოგონება“) 2021 ანტიუტოპიური მაღალფარდოვანი ნეონუარი მსოფლიო ომის შემდეგ დატბორილი მაიამის და გაუპარსავი და სმის მოყვარული გამომძიებლის, ჰიუ ჯეკმენის შესახებ, რომელსაც მომღერალი უყვარს. ტრეილერი