რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

 
რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია
 
ანეტი („Annet“) 2021 ლეო კარაქსის ტრანსგრესიული ტრაგიკული მიუზიკლი გადაღებული ჯგუფ Sparks-ის მუსიკასა და სიტყვებზე. კანის კინოფესტივალის გამარჯვებული საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის. დუბლირებულ ვერსიას არ უყუროთ! ტრეილერი „მარტინ იდენი“ („Martin Eden“) 2019 იტალიელი პიეტრო მარჩელოს მიერ ჯეკ ლონდონის მიხედვით გადაღებული ფილმი. ერთმანეთში არეული რამდენიმე ეპოქა, სტილი, გეოგრაფია და იდეალისტი - მრავალსახოვანი ХХ საუკუნის პირისპირ. ტრეილერი    „რომაული თავგადასავალი“ („To Rome with Love“) 2012 ვუდი ალენი გასტროლებზე რომში. მარტივი კომედია სიყვარულის და კარიერის სირთულეებზე ალეკ ბოლდუინითა და ჯესი აიზენბერგით მთავარ როლებში. ტრეილერი  „ნიუ-იორკიდან გაქცევა“ („Escape from New York“) 1981 ჰოლივუდური რეტრო: ჯონ კარპენტერის ცოტა მოძველებული, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი ანტიუტოპიური მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ცალთვალა კურტ რასელით მთავარი გმირის ამპლუაში. ტრეილერი წინა კვირის კინორეკომენდაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.