მოსალოდნელია უამინდობა და შტორმი: გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

25 ივლისი, 2026

 
მოსალოდნელია უამინდობა და შტორმი: გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
 

საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 26 ივლისის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის შუადღემდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ელჭე��ი და ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების ცნობით, განსაკუთრებით უხვი ნალექია მოსალოდნელი აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში. ქვეყნის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი, ხოლო შავ ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა უხვმა ნალექმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის საგრძნობი მატება და მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. გარდა ამისა, მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში არსებობს მ���წყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების საფრთხე, რომელსაც სპეციალისტები საშუალო რისკის დონეს ანიჭებენ.