ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართება — ცნობილია დეტალები

08 აგვისტო, 2026

 
ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართება — ცნობილია დეტალები
 

ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების საპატივცემულოდ მასშტაბური საზეიმო ღონისძიება მოეწყობა. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი უკვე დასრულდა და გამარჯვებულად შპს „გეოპროფი“ გამოვლინდა, რომ���ლიც ორგანიზებას 55 800 ლარის ფარგლებში უზრუნველყოფს.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საზეიმო ცერემონია 2026 წლის 1-იდან 7 სექტემბრამდე პერიოდში, კონკრეტულად ერთ გამორჩეულ დღეს, ქალაქ ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე გაიმართება.

ღონისძიების მთავარი გმირები 112 წარმატებული ახალგაზრდა იქნება — მათ შორის 100 ოქროს მედალოსანი და 12 მაღალი ქულის მქონე აბიტურიენტი. საზეიმო შეხვედრას ასევე დაესწრებიან პედაგოგები, მშობლები, საპატიო სტუმრები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „გეოპროფს“ ეკუთვნის შეკვეთილში, „მუსიკოსთა პარკში“ დაგეგმილი ჩაის ფესტივალის ორგანიზების უფლებაც. აღნიშნული ფესტივალი 9 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უამინდობის გამო დროებით გადაიდო.