დიმიტრი ტატიშვილის სახალისო მოგონება მარჯანიშვილის თეატრში კარიერის დასაწყისიდან
08 აგვისტო, 2026
მარჯანიშვილის თეატრის ცნობილ მსახიობს, დიმიტრი ტატიშვილს, კარიერის დასაწყისიდან უამრავი საინტერესო და სახალისო მოგონება აკავშირებს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ახალბედა არტისტმა თეატრალურ დასში მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა.
მსახიობის თქმით, თეატრში შესვლისთანავე იგი უფროსი კოლეგების ყურადღების ცენტრში მოექცა. ლეგენდარულ გოგი გელოვანთან ერთად გატარებული საქეიფო საღამოს შემდეგ, ტატიშვილს მეორე დილით ქუთაისელი მეგობარი ეწვია და სმა კვლავ გაგრძელდა. საღამოს კი, როდესაც რეპეტიციაზე გამოცხადების დრო დადგა, ნასვამმა არტისტმა თეატრისკენ გაეშურა.
ადგილზე მისულს შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდა. შეშინებულმა არტისტმა იფიქრა, რომ რეპეტიციაზე აგვიანებდ��� და შენობაში შეღწევა საკუთარი თავით, კარზე შეჯახებით სცადა. ძლიერი დარტყმისგან მან თავის არეში დაზიანებაც კი მიიღო.
ადგილზე მყოფმა მილიციელმა და თეატრის დარაჯმა სიტუაციაში გარკვევა სცადეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ იმ დღეს ორშაბათი იყო — თეატრის ოფიციალური დასვენების დღე, რის გამოც რეპეტიცია საერთოდ არ იმართებოდა.