ზელენსკი: უკრაინა აშშ-სგან Patriot-ის რაკეტებს ყოველთვიურად მიიღებს

08 აგვისტო, 2026

 
ზელენსკი: უკრაინა აშშ-სგან Patriot-ის რაკეტებს ყოველთვიურად მიიღებს
 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოფიციალურ კიევს შეერთებულ შტატებთან გაფორმებული აქვს შეთანხმება, რომელიც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების ყოველთვიურ მოწოდებას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის ლიდერმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, სერბ კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ომის საწყის ეტაპზე უკრაინას ბალისტიკური საფრთხეების მოსაგერიებლად შესაბამისი რესურსი არ გააჩნდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ანტიბალისტიკური სისტემების მთავარი მწარმოებელი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელთანაც აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.

„ყოველთვიურად მოგვაწვდიან თუ არა რაკეტებს? დიახ, ჩვენ ამაზე კონკრეტუ��ი შეთანხმებები გვაქვს“, — აღნიშნა პრეზიდენტმა. ამასთან, მან დასძინა, რომ მიუხედავად რეგულარული მიწოდებისა, არსებული რაოდენობა ქვეყნის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.