ჯო უილსონის მწვავე ბრალდება: „ქართული ოცნება“ ირანულ ქსელებს ეხმარება

09 აგვისტო, 2026

 
ჯო უილსონის მწვავე ბრალდება: „ქართული ოცნება“ ირანულ ქსელებს ეხმარება
 

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი "ქართული ოცნების" მისამართით მორიგ მწვავე განცხადებას აკეთებს. კანონმდებლის თქმით, ირანელი ტერორისტები ქართულ კომპანიებს საერთაშორისო სანქციებისათვის გვერდის ავლის, ფულის გათ���თრებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დაზიანების მიზნით იყენებენ.

კონგრესმენის განცხადებით, მმართველი გუნდი ხელს უწყობს ირანული უკანონო ტერორისტული ქსელების გაფართოებას იმ ფონზე, როდესაც პარალელურად ოფიციალური თბილისი ვაშინგტონს საკუთარ პირობებსა და მოთხოვნებს უყენებს.