უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა: შსს-მ თბილისსა და რეგიონებში 5 პირი დააკავა

09 აგვისტო, 2026

 
უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა: შსს-მ თბილისსა და რეგიონებში 5 პირი დააკავა
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში მასშტაბური ოპერატიულ-პრევენციული ღონისძიებები გაატარეს. შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწ���ნააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 5 პირი იქნა დაკავებული.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციურმა ოპერაციებმა მოიცვა თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის შეიარაღება: ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი პისტოლეტი, მაყუჩი, ექვსი მჭიდი და 41 საბრძოლო ვაზნა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდი��არეობს. აღნიშნული მუხლი უკანონო შეიარაღების შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს და სასჯელის სახედ 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ადგენს.