"არაფრის კეთების ჩემპიონატი": სამხრეთ კორეაში Space-out კონკურსი ჩატარდა

09 აგვისტო, 2026

 
 

სამხრეთ კორეაში უკვე ტრადიციად ქცეული უჩვეულო შეჯიბრი — Space-out ჩატარდა, რომლის მთავარი წესიც სრული უმოქმედობა და მოდუნებაა. ქალაქის ხმაურს მოცილებული მონაწილეების ამოცანაა, 90 წუთის განმავლობაში არაფერი აკეთონ. გამარჯვებული კი ის ხდება, ვინც ყველაზე სტაბილურ პულსს შეინარჩუნებს.

აღნიშნული პროექტი სათავეს 2014 წლიდან იღებს. წელს შეჯიბრებაში ათობით ადამიანი ჩაერთო, რომლებსაც ჟიური და მაყურებლები ყურადღებით აკვირდებოდნენ. ტურნირის ტრიუმფატორი სილამაზის სალონის 34 წლის მენეჯერი გახდა, ხოლო საპრიზო მეორე ადგილი რადიოწამყვანმა დაიკავა.

ღონისძიების მთავარი იდეა გადაღლილი და შრომისმოყვარე ადამიანებისთვის სტრესის მოხსნაა. ორგანიზატორებს სურთ, საზოგადოებას დაანახონ, რომ დასვენება და უმოქმედობა დანაშაულის გრძნობ���ს არ უნდა იწვევდეს. ინიციატივამ გლობალური მასშტაბი შეიძინა და მსგავსი ღონისძიებები უკვე გაიმართა როტერდამსა და პეკინშიც.