ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც დაშორების შემდეგ ოჯახები შექმნეს
09 აგვისტო, 2026
შოუბიზნესის სამყაროში სიყვარულისა და ურთიერთობების ისტორიები ხშირად დრამატულად ვითარდება. აღმოჩნდა, რომ დროებითი განშორება ზოგჯერ გრძნობებს უფრო აძლიერებს და საბოლოოდ ქორწინებით გვირგვინდება. წარმოგიდგენთ ცნობი�� წყვილებს, რომლებმაც დაშორების მიუხედავად, მაინც ერთად ყოფნა და ოჯახის შექმნა არჩიეს.
ადამ ლევინი და ბეატი პრინსლუ ერთმანეთს ერთწლიანი რომანის შემდეგ, 2013 წელს დაშორდნენ. "Maroon 5"-ის ვოკალისტმა ურთიერთობა Victoria’s Secret-ის სხვა მოდელთან, ნინა აგდალთან წამოიწყო, თუმცა მალევე მიხვდა თავის შეცდომას, პრინსლუს დაუბრუნდა და მომდევნო წელს ოფიციალურად იქორწინეს.
ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის ოთხწლიანი ურთიერთობა 2011 წელს პაუზით აღინიშნა. თუმცა, განშორებამ დიდხანს არ გასტანა და სულ რაღაც ერთ წელიწადში წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.
სამეფო ოჯახის წევრები, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ერთმანეთს 2001 წლიდან, სტუდენტობის პერიოდიდან იცნობდნენ. მათი გზები 2007 წელს გაიყო, თუმცა განშორება დროებითი აღმოჩნდა — წყვილმა ურთიერთობა აღადგინა და 2011 წელს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცეული ქორწილიც შედგა.
მეგან ფოქსმა და ბრაიან ოსტინ გრინმა ნიშნობის შესახებ 2006 წელს გამოაცხადეს. 3 წლის შემდეგ მათ დაშორება გადაწყვიტეს, თუმცა მცირე პაუზის შემდეგ კვლავ გაერთიანდნენ და ოფიციალურად დაქორწინდნენ.
კრისტინ კავალარისა და ჯეი კატლერის შემთხვევაშიც მსგავსი სცენარი განვითარდა. 2011 წლის ნიშნობის შემდეგ წყვილი მალევე დაშორდა, თუმცა საბოლოოდ ურთიერთობის აღდგენა შეძლეს და 2013 წელს ოჯახი შექმნეს.