საოკუპაციო რეჟიმის გამოხმაურება: ცხინვალი აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს

09 აგვისტო, 2026

 
საოკუპაციო რეჟიმის გამოხმაურება: ცხინვალი აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს
 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება. სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელთა მტკიცებ��თ, ვინაიდან საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებაში დაადანაშაულა, მომხდარზე პასუხისმგებლობა უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოს უნდა დაეკისროს.

ე.წ. სამინისტროში არალოგიკურად მიიჩნევენ ოფიციალური თბილისის მოწოდებებს რუსეთის მიმართ, რომელთა თანახმადაც მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია უნდა დაასრულოს. ცხინვალის წარმომადგენლები საქართველოს საგარეო უწყებას „ფაქტების დამახინჯებაში“ ადანაშაულებენ.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, სააკაშვილი მოქმედებდა სახელმწიფოს სახელით, შესაბამისად, 2008 წლის მოვლენებზე პასუხისმგებელი სწორედ ქვეყანა და იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, სეპარატისტული ადმინისტრაცია რუსეთს კვლავ „უსაფრთხოების მთავარ გარანტად“ მოიხსენიებს და თბილისს მოუწოდებს, „ნაცვლად სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევისა“, საერთაშორისო დისკუსიებში უფრო კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს.