„კოალიცია ცვლილებისთვის“: ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალი ჩვენს წევრებს წაუყენეს
09 აგვისტო, 2026
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყებამ პარტია „ახალის“ წევრს, ცოტნე მირცხულავასა და ნიკა მელიას დაცვის თანამშრომელს, გაბრიელ კობაიძეს, ბრალდე��ა სრულიად უკანონოდ წარუდგინა.
ოპოზიციური გაერთიანების განმარტებით, აღნიშნული საქმე ეხება 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მომხდარ ინციდენტს, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, პირდაპირ ეთერში, ნიკა მელიას „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირი დაესხა თავს.
კოალიციის განცხადებით, სამართალდამცავებმა პასუხისმგებლობა თავდამსხმელის ნაცვლად დაზარალებულ მხარეს დააკისრეს. პოლიტიკური გაერთიანება აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებების მიუხედავად, ბრძოლას ერთიანობითა და სიმტკიცით გააგრ���ელებენ.