ტრაგედია თბილისის ზღვაზე — 17 წლის მოზარდი წყალში დაიხრჩო
09 აგვისტო, 2026
თბილისის ზღვაზე უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 17 წლის მოზარდი წყალში ცურვისას დაიხრჩო. მომხდარი ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Marneuli News ავრცელებს.
არსებული ცნობებით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაფანახჩის მკვიდრი გახლდათ. თანასოფლელების განცხადებით, იგი თბილისის წყალსაცავზე მეგობრებთან და თანატოლებთან ერთად დასასვენებლად და საცურაოდ იმყოფებოდა.