ბიორითმები და წონის დაკლება: რა საათებში უნდა მივირთვათ საკვები გახდომისთვის
10 აგვისტო, 2026
ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური რითმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში, ენერგიის მომატებასა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში. თუმცა, უკანასკნელმა სამეცნიერო კვ���ევებმა აჩვენა, რომ ბიორითმებს უშუალო კავშირი აქვს წონის ეფექტურ მართვასთანაც.
ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ საკვების მიღების ზუსტად გაწერილ საათებს გახდომის პროცესზე გადამწყვეტი გავლენა აქვს. კვლევაში მონაწილეობდნენ ჭარბი წონის მქონე ქალები და მამაკაცები, რომელთა კვების რეჟიმი მკაცრად განისაზღვრებოდა დილის 08:00, 11:00 და 14:00 საათებით.
შედეგებმა აჩვენა, რომ რაც უფრო ადრეულ საათებში ხდება დღის ძირითადი ულუფების მიღება, მით უფრო ნაკლება�� აქტიურდება ე.წ. „შიმშილის ჰორმონები“, რომლებიც მადას ასტიმულირებენ. კვების ასეთი გრაფიკი ხელს უწყობს კალორიების სწრაფ წვას და ორგანიზმს იცავს დაუოკებელი შიმშილის შეგრძნებისგან.
სპეციალისტების რეკომენდაციით, წონის დაკლებისა და მეტაბოლიზმის დასარეგულირებლად მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის მკაცრი დაცვა. სასურველია, დილის რაციონი იყოს მსუბუქი და გამოსადეგი, ხოლო მენიუში ჭარბობდეს ახალი ბოსტნეული და სალათები.