ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს კობა ფარტენაძის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
10 აგვისტო, 2026
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ჟურნალისტ კობა ფარტენაძის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების დროულად და ეფექტიანად გამოძიებას ითხოვს.
ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, სათანადოდ შეაფასოს არსებული საფრთხეები, დაიცვას მედიის წარმომადგენლის უსაფრთხოება და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები. ქარტიის განცხადებით, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი ტრაგედია.