შსს დუშეთში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს

10 აგვისტო, 2026

 
შსს დუშეთში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს
 

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის, გურამ დადიანიძის საქმის ირგვლივ ახალ დეტალებს ასაჯაროებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება.

უწყების ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოკითხა პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო და ინტერნეტში გაავრცელა. დადგინდა, რომ კადრები გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, მაშინ როდესაც დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით, მოზარდი იმავე დღის დილის 04:00 საათზე გაუჩინარდა.

საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 10 ივნისს, ლომისობის დღესასწაულზე, თემქის დასახლებიდან სოფელ მლეთაში მიკროავტობუსით 16 მეზობელი გაემგზავრა. რთული რელიეფის გამო მათ ტრანსპორტი სოფელში დატ��ვეს და ლომისის სალოცავისკენ გზა ფეხით განაგრძეს.

მომლოცველები სალოცავში ცოტა ხნით შეჩერდნენ და უკან დაბრუნება ღამის 2 საათზე დაიწყეს. ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე ნათესავთან და მეზობელ მამა-შვილთან ერთად გადაადგილდებოდა. ავტომობილამდე დაახლოებით 300-500 მეტრის დაშორებაზე მოზარდმა ქვაზე ჩამოჯდომა და დასვენება ითხოვა. მან თანმხლებ პირებს სთხოვა, გზა გაეგრძელებინათ, რადგან საფრთხე არ არსებობდა და მათ მალევე დაეწეოდა.

როდესაც თანმხლებმა პირებმა ცოტა მანძილი გაიარეს და მოზარდი არ გამოჩნდა, ერთ-ერ��მა მეზობელმა მისი ძებნა ფარნით დაიწყო, თუმცა ადგილზე დაბრუნებულს დადიანიძე აღარ დახვდა. მოზარდს თან არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, რამაც მისი ადგილსამყოფელის დადგენა გაართულა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ გურამ დადიანიძეს არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. ასევე, შემთხვევის ადგილზე ძალადობის კვალი არ აღმოჩენილა. სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, თითქოს 2014-2017 წლებში საქმეზე ძებნა არ მიმდინარეობდა და აცხადებს, რომ სამძებრო ღონისძიებები პირველივე დღე��ბიდან აქტიურად ტარდებოდა. საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება და ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი პირი გამოიკითხა.