გორში ფრინველის უკანონო სასაკლაო აღმოაჩინეს – სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

10 აგვისტო, 2026

 
გორში ფრინველის უკანონო სასაკლაო აღმოაჩინეს – სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული მონიტორინგის შედეგად გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა. ობიექტი შესაბამისი რეგისტრაციისა და კანონით დადგენილი სტანდარტების გვერდის ��ვლით ფუნქციონირებდა.

სახელმწიფო უწყება უკანონო საწარმოებისა და პროდუქციის წარმოების აღსაკვეთად შემოწმებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სააგენტო კიდევ ერთხელ აფრთხილებს კერძო სექტორს, რომ სურსათის წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ შესაბამისი აღიარებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით არის ნებადართული.