მცირე ბიზნესის ჯაჭვი: საქართველოს ბანკის ინიციატივა ლოკალური მეწარმეების მხარდასაჭერად
10 აგვისტო, 2026
საქართველოს ბანკმა ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერებისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით ახალი პროექტი — „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ წამოიწყო. ინიციატივა ქალაქში უნიკალურ მარშრუტს ქმნის, სადაც სხვა���ასხვა ობიექტი ერთიან, სოლიდარულ ქსელში ერთიანდება. პროექტის მექანიკა მარტივი და ინტერაქციულია: მომხმარებელი ერთ ობიექტში სტუმრობისას ჩამოხევს კუპონს სპეციალური პოსტერიდან, რისი მეშვეობითაც მომდევნო გაჩერებაზე სპეციალურ ფასდაკლებას იღებს.
ამ საინტერესო ჯაჭვის ერთ-ერთი თვალსაჩინო რგოლია „MOB Burgers“, რომელიც თბილისში ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული პოპულარული სმეშ-ბურგერებით გამოირჩევა. კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი სიხარულიძის თქმით, მსგავსი პროექტები მცირე ეკოსისტემას მნიშვნელოვნად აძლ��ერებს: „თითოეული მცირე ბიზნესის უკან კონკრეტული ადამიანების შრომა დგას. საქართველოს ბანკის ეს ინიციატივა საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სათქმელი ფართო საზოგადოებამდე მივიტანოთ, გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს და მივიღოთ დამატებითი მოტივაცია.“
გემრიელი გაჩერების შემდეგ, მომხმარებლის მარშრუტი „Sio Print“-ისკენ გრძელდება — ეს არის კონცეპტუალური პრინტშოპი, სადაც ტანსაცმელსა და აქსესუარებს უნიკალური ილუსტრაციებით ამშვენებენ. „სიო პრინტის“ გუნდის განცხადებით, პროექტში ჩართვა მათთვის ბუნებრივი ნაბიჯი იყო, რადგან ურთიერთმხარდაჭერასა და სოლიდარობას ლოკალური შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ხოლო კამპანია მათ ცნობადობის გაზრდაში ეხმარება.
საერთო მარშრუტი უკვე აერთიანებს მრავალფეროვან ობიექტებს, როგორიცაა Dodonut, City Hikers, MOB Burgers, Sio Print, Lunatic, Wine Square, Maua.concept, Ganjina და JPG. პროექტში ჩართვა ნებისმიერ მცირე ბიზნესს შეუძლია, რომელსაც აქვს ფიზიკური სივრცე სტუმრებისთვის და სარგებლობს საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიშითა და POS ტერმინალით. აღსანიშნავია, რომ ბანკის ტერმინალი ერთდროულად ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას და იძლევა შესაძლებლობას, ბიზნესებმა საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი მიიღონ.
„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ პარტნიორობასა და თანამშრომლობას დიდი ძალა აქვს. გაერთიანებული ლოკალური კომპანიები უფრო სწრაფად ვითარდებიან, ხოლო პროექტის ფარგლებში მონაწილეთა სია და მარშრუტის რუკა ეტაპობრივად კვლავ განახლდება.