ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი აღიმართება - ქართული ფოლკლორის ოსტატის იუბილე
10 აგვისტო, 2026
ოზურგეთში, ჭადრების ბაღის ტერიტორიაზე, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი განთავსდება. აღნიშნული პროექტი „ფონდი ქართული გალობის“ მხარდაჭერითა და ჩართულობით ხორციელდება.
ამ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ, ფოლკლორის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 86-ე წლისთავს მიეძღვნა.
საიუბილეო საღამოს ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ეხილა რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის ფილმი „შავი შაშვი ჩიოდა“.