გორში ფრინველის უკანონო სასაკლაო გამოავლინეს — სეს-ის შემოწმება

10 აგვისტო, 2026

 
გორში ფრინველის უკანონო სასაკლაო გამოავლინეს — სეს-ის შემოწმება
 

გორში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ფრინველთა არალეგალური სასაკლაო აღმოაჩინეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ობიექტი შესაბამისი რეგისტრაციისა და კანონით გათვალისწინებული ნებართვების გარეშე ფუნქციონირებდა.

უწყების ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ფარული და არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენა მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად გრძელდება. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა ბიზნესოპერატორს, მკაცრად დაიცვან მოქმედი კანონმდებლობა და თავი შეიკავონ პროდუქციის წარმოებისაგან სათანადო აღიარებისა და სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე.