„კოალიცია ცვლილებისთვის“: ნიკა მელიაზე თავდასხმის შემდეგ ბრალი ჩვენს წევრებს წაუყენეს
09 აგვისტო, 2026
„კოალიცია ცვლილებისთვის“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც სამტრედიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ოპოზიციური გაერთიანების ცნობით, საქართველოს პროკურატურამ სრულიად უკანონოდ წაუყენა ბრალი პარტია „ახალის“ წარმომადგენელს, ცოტნე მირცხულავასა და ნიკა მელიას დაცვის წევრს, გაბრიელ კობაიძეს.
ოპოზიციურ ალლიანსში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162¹ მუხლით მიმდინარეობს. კოალიციის წარმომადგენლების თქმით, 2024 წლის 11 აგვისტოს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული პირდაპირი ეთერის დროს, თავად ნიკა მელიას დაესხნენ თავს. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული.