არქეოლოგიური აღმოჩენა მეხიკოში: აცტეკების იმპერატორის სასახლის ნაშთები იპოვეს

09 აგვისტო, 2026

 
არქეოლოგიური აღმოჩენა მეხიკოში: აცტეკების იმპერატორის სასახლის ნაშთები იპოვეს
 

მექსიკის დედაქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა მეცნიერებს უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენის შესაძლებლობა მისცა. ერთ-ერთი შენობის რემონტის დროს სპეციალისტებმა აცტეკების იმპერიის დროინდელი სასახლის ნანგრევები და ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული იატაკი გამოავლინეს.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს ტერიტორია XV საუკუნის მიწურულს აცტეკთა მმართველ აქსაიაკატლს ეკუთვნოდა, რომელიც სახელმწიფოს 1469-1481 წლებში უძღვებოდა. მოგვიანებით, იმპერიის დამხობის შემდგომ, აღნიშნული ნაგებობა ესპანელმა დამპყრობელმა, ერნან კორტესმა საკუთარ რეზიდენციად გადააკეთა.

ისტორიული ცნობებით, კორტესი რეგიონში 1518 წელს გამოჩნდა, რასაც აცტეკების დედაქალაქის ალყა და მისი საბოლოო განადგურება მოჰყვა. თუმცა, კოლონიზატორმა ყოფილი მმართველის სასახლის ბაზაზე თავისი შტაბბინა მოაწყო. დღესდღეობით, ამ ისტორიული ძეგლის ზემოთ 1755 წელს აგებული ცნობილი შენობა Nacional Monte de Piedad მდებარეობს.