ქუთაისში ქალზე შეიარაღებული თავდასხმისა და ყაჩაღობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავეს
09 აგვისტო, 2026
ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სამართალდამცველებმა წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაცია იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.
საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული 11 ივლისს ქუთაისში მცხოვრებ ქალს საკუთარ სახლში თავს დაესხა. თავდამსხმელმა მასზე ფიზიკურად იძალადა, იარაღის მუქარით ძვირფასეულობის დაუფლებას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
პოლიციამ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სავარაუდო დამნაშავის ვინაობა მოკლე დროში დაადგინა და იგი დააკავა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და სასჯელის სახით 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.