ავსტრალიაში გიგანტური დინოზავრის ახალი სახეობა „ავსტრალოტიტანი“ აღმოაჩინეს

09 აგვისტო, 2026

 
ავსტრალიაში გიგანტური დინოზავრის ახალი სახეობა „ავსტრალოტიტანი“ აღმოაჩინეს
 

ავსტრალიელმა პალეონტოლოგებმა კონტინენტის ისტორიაში ყველაზე დიდი დინოზავრის ნაშთები გააშიფრეს და მას „ავსტრალოტიტანი“ უწოდეს. მეცნიერთა განცხადებით, ეს არის სრულიად ახალი სახეობა, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.

პრეისტორიული გიგანტის გაქვავებული ძვლები პირველად ჯერ კიდევ 2007 წელს, ერთ-ერთ კერძო ფერმაში მიაკვლიეს. ნამარხების იდენტიფიცირებასა და დეტალურ ლაბორატორიულ კვლევას წლები დასჭირდა. ჩონჩხის სხვა ცნობილ სახეობებთან შედარების შედეგად საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე უნიკალურ აღმოჩენასთან გვაქვს.

მკვლევართა მონაცემებით, „ავსტრალოტიტანის“ სიგრძე 25-დან 30 მეტრამდე აღწევდა, ხოლო სიმაღლეში 6 მეტრს შეადგენდა. ამ გიგანტური არსების სავარაუდო წონა 23-დან 74 ტონამდე მერყეობდა, რაც მას კონტინენტზე ოდესმე ნაპოვნ პრეისტორიულ ცხოველებს შორის ყველაზე დიდს ხდის.