ჯო უილსონის მწვავე ბრალდება: „ქართული ოცნება“ ირანულ ტერორისტულ ქსელებს ეხმარება
09 აგვისტო, 2026
ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით მორიგ მწვავე განცხადებას ავრცელებს. კანონმდებლის თქმით, ირანელი ტერორისტები სანქციების გვერდის ავლისა და ფულის გათეთრების მიზნით ქართულ კომპანიებს იყენებენ.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში უილსონი აღნიშნავს, რომ ეს პროცესები უშუალოდ აშშ-ის ინტერესების შერყევას ემსახურება. მისი შეფასებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას უწყობს ხელს, პარალელურად კი ამერიკულ მხარეს პირობებსა და მოთხოვნებს უყენებს.