„გამომიგზავნე პურის ფული“ — სოფიკო ჭიაურელის მხიარული სტუდენტური ისტორია

08 აგვისტო, 2026

 
„გამომიგზავნე პურის ფული“ — სოფიკო ჭიაურელის მხიარული სტუდენტური ისტორია
 

ლეგენდარული ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის სტუდენტობა მოსკოვში გამორჩეული ისტორიებით იყო დახუნძლული. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველთვიურად იღებდა სტიპენდიას, ხოლო მამისგან დამატებით 200 მანეთი ეგზავნებოდა — რაც იმ პერიოდში საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა — ახალგაზრდა ხელოვანს ფული დიდხანს არ ჰყოფნიდა.

სოფიკო და მისი მეგობრები მიღებულ თანხას რამდენიმე დღეში, მხიარულ შეკრებებსა და ქეიფში ხარჯავდნენ, რის შემდეგაც თვის ბოლომდე სრულ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ასეთ დროს მათ სასწავლებლის სასადილო ეხმარებოდათ, სადაც პური, მარილი, მდოგვი და შაქარი უფასოდ იყო ხელმისაწვდომი.

მსახიობს მთელი ცხოვრება ახსოვდა იმ წლების განსაკუთრებული „დელიკატესი“ — მდოგვითა და მარილებით შეზავებული შავი პური.

ერთ-ერთ დაბადების დღეზე მამამ თბილისიდან 30 მანეთი გადაუგზავნა მილოცვის დეპეშასთან ერთად, სადაც ეწერა, რომ ეს ტორტის საყიდელი თანხა იყო. დიდხანს არ უფიქრია, სოფიკომ მამას ასეთი შინაარსის საპასუხო დეპეშა გაუგზავნა: „მამიკო, დიდი მადლობა, ტორტის ფული მივიღე, ახლა პურის ფული გამომიგზავნე“.