ირაკლი კობახიძე გიორგი ბარამიძის განცხადებას ამაზრზენს უწოდებს და ოპოზიციას აკრიტიკებს
08 აგვისტო, 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება მკაცრად შეაფასა და მას მორალურად ამაზრზენი და სამარცხვინო უწოდა. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საკითხის სამართლებრივ მხარეს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.
მედიასთან საუბრისას კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ოპოზიციური სპექტრისა და მედიის დუმილზეც. პრემიერის განცხადებით, ე.წ. „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის კრიტიკულ ტელევიზიებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აღნიშნულ გამონათქვამზე არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ჰქონიათ.
„რაც შეეხება მორალურ მხარეს, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი. ვერ ვხედავ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, შესაბამისი ენჯეოებისა და მედიასაშუალებების ადეკვატურ გამოხმაურებას ამ სამარცხვინო განცხადებაზე“, — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.