ვანდალიზმი ოზურგეთში: ანსამბლ „მეგობრობის“ ვარსკვლავი დააზიანეს

10 აგვისტო, 2026

 
ვანდალიზმი ოზურგეთში: ანსამბლ „მეგობრობის“ ვარსკვლავი დააზიანეს
 

ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში, ჭადრების ბაღში მდებარე ანსამბლ „მეგობრობის“ სახელობითი ვარსკვლავი ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. უცნობმა პირებმა კულტურული ფასეულობის სიმბოლო დააზიანეს, რამაც ადგილობრივ საზოგადოებასა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებში დიდი გულისწყრომა გამოიწვია.

მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ანსამბლის დირექტორი, კობა დუნდუა. მისი თქმით, ამ აღიარებამდე მიღწევას ნახევარი საუკუნის დაუღალავი შრომა და რამდენიმე თაობის აღზრდა დასჭირდა, ხოლო მსგავსი ქმედება მხოლოდ გულსატკენია.

„ამ ჯილდომდე რომ მისულიყო ეს ანსამბლი, 50 წელი და უამრავი თაობის აღზრდა დასჭირდა. ალბათ როგორი შვება და სიამოვნება მიიღო ამ ვანდალიზმის გამკეთებელმა. ყოჩაღ, ბრავო“, — წერს კობა დუნდუა.