დროებითი შეზღუდვა გორის გვირაბში: შეიცვლება ავტომობილების მოძრაობის მარშრუტი
11 აგვისტო, 2026
თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მძღოლებისთვის დროებითი შეზღუდვები დაწესდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რის გამოც სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის სქემა შეიცვლება.
კერძოდ, აღნიშნული ავტომაგისტრალის 88-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბში ასფალტის საფარის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება. ამ მიზეზით, 2026 წლის 11 აგვისტოს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, სენაკი-თბილისის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება სრულად აიკრძალება.
შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ავტომობილების ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბების შემოსავლელ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე. გზების დეპარტამენტი მძღოლებს ყურადღებისკენ მოუწოდებს.