შინდისის გმირული ბრძოლიდან 18 წელი შესრულდა — უთანასწორო შეტაკების ისტორია
11 აგვისტო, 2026
2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად შთამბეჭდავი ეპიზოდიდან 18 წელი გავიდა. სოფელ შინდისთან ქართველმა სამხედროებმა მტრის მრავალრიცხოვან ძალებს უთანასწორო ბრძოლა გაუმართეს და სამშობლოს თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
2008 წლის 11 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის მიმდებარედ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გმირები რუსულ ოკუპანტთა ბატალიონს დაუპირისპირდნენ. დაახლოებით ორსაათიანი მძიმე და სისხლისმღვრელი შეტაკებისას ქართველმა მეომრებმა ბოლომდე იბრძოლეს და მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს.
შინდისის გმირულ ბრძოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 სამხედრო მოსამსახურე გმირულად დაეცა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. მათი თავდადება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უდიდესი გმირობის მაგალითად დარჩა.