შსს-მ საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევა - ოფიციალური ინფორმაცია

11 აგვისტო, 2026

 
შსს-მ საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევა - ოფიციალური ინფორმაცია
 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, უწყების სხვა შესაბამის დანაყოფებთან ერთობლივი ოპერატიული საქმიანობის შედეგად, ქვეყნის ტერიტორიიდან სხვადასხვა სახელმწიფოს 113 მოქალაქე გააძევა.

სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველო დაატოვებინეს თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, პაკისტანისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს.

მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, ყველა გაძევებულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე ხელახლა შემოსვლა გარკვეული ვადით აეკრძალა.