ოზურგეთში ცენტრალურ საინფორმაციო ეკრანს ადგილს უცვლიან — მერიის გადაწყვეტილება

11 აგვისტო, 2026

 
ოზურგეთში ცენტრალურ საინფორმაციო ეკრანს ადგილს უცვლიან — მერიის გადაწყვეტილება
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დამონტაჟებული საინფორმაციო ეკრანის დემონტაჟისა და მისი ალტერნატიულ ადგილზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილობრივი თვითმმართველობის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი საზოგადოების მხრიდან გამოხატულ მაღალ ინტერესსა და მოქალაქეთა მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს ეფუძნება. მერიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მოსახლეობის უკუკავშირი მაქსიმალურად გაითვალისწინეს.

თუ კონკრეტულად სად განთავსდება საინფორმაციო მონიტორი, ოზურგეთის მერია დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.