ტრაგედია ბათუმში: მრავალსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა და დაიღუპა
11 აგვისტო, 2026
ბათუმში, გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მობილიზდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები. თუმცა, მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაშავებული ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარის ზუსტი გამომწვევი მიზეზები და გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „აჭარათაიმსი“ ავრცელებს.