8 უფასო ონლაინ კურსი, რომელიც მცირე ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ
11 აგვისტო, 2026
მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს ყოველდღიურად უამრავი განსხვავებული ამოცანის გადაჭრა უწევთ — მარკეტინგიდან და ფინანსებიდან დაწყებული, გაყიდვებითა და პროექტების მენეჯმენტით დასრულებული. ასეთ პირობებში საქმიანობის ეფექტურობის ასაღლებაში გადამწყვეტ როლს სწორი პრაქტიკული ცოდნა თამაშობს.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge მეწარმეებს სწორედ ამ გამოწვევების გადალახვაში ეხმარება. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია სრულად დაფინანსებული ონლაინ კურსები, რომლებიც თანამედროვე ბიზნესის რეალურ საჭიროებებზეა მორგებული.
მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები: დღეს წარმატება ხშირად ზუსტ ანალიტიკას ეფუძნება. „ანოვას“ თანადამფუძნებლის, ქრისტინე ლორთქიფანიძის კურსი მსმენელებს მონაცემთა სწორად გამოყენებასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
პროდუქტის განვითარება: იდეის რეალურ პროდუქტად ქცევა სერიოზულ მეთოდოლოგიას მოითხოვს. ბრენდისა და პროდუქტის დიზაინერ ერეკლე ინაშვილის კურსი დაგეხმარებათ, დანერგოთ თანამედროვე მიდგომები და გააუმჯობესოთ არსებული სერვისები.
Canva მცირე ბიზნესისთვის: სოციალურ ქსელებში მიმზიდველი ვიზუალის შესაქმნელად ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი ასწავლის Canva-ს პლატფორმის გამოყენებას, რაც ბიზნესს პროფესიონალური იმიჯის შექმნაში დაეხმარება.
საჯარო გამოსვლის უნარები: საკუთარი პროდუქტისა თუ იდეის ეფექტურად წარდგენა წარმატების საწინდარია. ICF-ის სერთიფიცირებული ქოუჩი რუსუდან კვაჭანტირაძე მსმენელებს პრეზენტაციისა და დარწმუნების ხელოვნებას გაუზიარებს.
ელექტრონული კომერცია: ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი თორნიკე აფხაზი მიმოხილავს ონლაინ მაღაზიის შექმნის ეტაპებს, ციფრულ მარკეტინგს და იმას, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ჩართვა e-Commerce პროცესებში.
MS Excel-ის გამოყენება: მონაცემთა დამუშავებისა და ორგანიზებისთვის Excel შეუცვლელი ინსტრუმენტია. ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი გიორგი დათუკიშვილი ასწავლის, როგორ ააგოთ გამართული ფაილები ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებებისთვის.
პროექტების მართვა: რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვა სწორ დაგეგმვას მოითხოვს. პროექტების მართვის სპეციალისტი ვანო ნადირაძე გაგაცნობთ მეთოდოლოგიას იდეიდან საბოლოო განხორციელებამდე.
კონტენტის მენეჯმენტი: „ესერტი კონტენტ სტუდიოს“ დამფუძნებელი ლიანა მეტრეველი მსმენელებს აუხსნის, როგორ წარადგინონ პროდუქტი სოციალურ მედიაში ისე, რომ ზუსტად მიაღწიონ სამიზნე აუდიტორიამდე.
Businesscourse.ge-ს მთავარი უპირატესობა ის არის, რომ სწავლა შესაძლებელია ინდივიდუალური ტემპით, ნებისმიერ დროს. პლატფორმის მასალები ადგილობრივ გამოცდილებასა და თანამედროვე ბიზნესტენდენციებს ეფუძნება, რაც მცირე და საშუალო კომპანიებს რეალურ განვითარებაში ეხმარება.