წალკაში ნედლი რძის იატაკქვეშა საწარმო გამოვლინდა — სეს-მა საქმიანობა შეაჩერა

11 აგვისტო, 2026

 
წალკაში ნედლი რძის იატაკქვეშა საწარმო გამოვლინდა — სეს-მა საქმიანობა შეაჩერა
 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წალკის მუნიციპალიტეტში ნედლი რძის გადამმუშავებელი უკანონო ობიექტი აღმოაჩინა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმო შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა, რის გამოც მას საქმიანობა დაუყოვნებლივ შეუჩერდა.

უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, მომხმარებელთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო მონიტორინგი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.