საქართველოს ბანკის ორგანიზებით ბიზნესსექტორისთვის ლიდერობის შესახებ მასტერკლასი ჩატარდა
11 აგვისტო, 2026
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერასა და მეწარმეების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს. ამჯერად, ფინანსურმა ინსტიტუტმა სექტორის წარმომადგენლებს ეფექტიანი მენეჯმენტისა და თანამედროვე ლიდერული უნარების გაღრმავების შესაძლებლობა მისცა.
ღონისძიებას, სახელწოდებით „ლიდერობა ორგანიზაციაში − ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვგონია“, მენეჯმენტ-კონსულტანტი და ტრენერი დავით გოგიჩაიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას 200-მდე დაინტერესებული პირი და ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიება სრულიად ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. განსახილველი თემები წინასწარ შეგროვებული კითხვარების საფუძველზე დაკომპლექტდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, პასუხები მიეღოთ მათთვის ყველაზე პრიორიტეტულ და აქტუალურ შეკითხვებზე.