სპორტული ცოცვის ფესტივალი ბედიანში: თიბისი ახალგაზრდების მხარდაჭერას განაგრძობს
11 აგვისტო, 2026
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი წარმატებით ჩატარდა. თიბისის მხარდაჭერით ორგანიზებულმა ორდღიანმა ღონისძიებამ 50-ზე მეტ მონაწილესა და გულშემატკივარს უმასპინძლა, რომელთა შორის იყვნენ როგორც პროფესიონალი სპორტსმენები, ისე მოყვარული მეკლდეურები.
ინიციატივის მთავარ ამოცანას ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეკლდეურობის განვითარება და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა წარმოადგენს. ტურნირი სამ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ ნიქოზისა და ბედიანის ადგილობრივი კლუბების წევრები.
აღნიშნული ფესტივალი სათავეს 2024 წლიდან, სოფელ ნიქოზიდან იღებს, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში მას ბედიანი მასპინძლობს. პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი სათავგადასავლო ბანაკის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებს აძლევს შანსს, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, შეიძინონ გამოცდილება და განავითარონ გუნდური სულისკვეთება.
„ბედიანის ცოცვის ფესტივალი ახალგაზრდებისთვის ახალ პერსპექტივებს ქმნის. მონაწილეების ინტერესი და შეკითხვა — „კიდევ ხომ ჩატარდება?“ — გვაძლევს მოტივაციას, რომ ეს წამოწყება გრძელვადიან ტრადიციად ვაქციოთ. მსგავსი პროექტები არა მხოლოდ სპორტის განვითარებას, არამედ რეგიონის საერთო გარდაქმნას უწყობს ხელს“, — აღნიშნა ფესტივალის დამფუძნებელმა და მეკლდეურმა ლაზარე კომახიძემ.
თიბისი 30 წელზე მეტია აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდულ ინიციატივებსა და მათ პროფესიულ თუ პიროვნულ ზრდას. კომპანიის მიზანია, შექმნას გარემო, სადაც ახალი თაობა შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას.