თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღეს: დაკავებულია ერთი პირი
12 აგვისტო, 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედაქალაქში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება ჩაატარეს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა განახორციელეს. გარდა ამისა, საგამოძიებო პროცედურები ჩატარდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზეც, საიდანაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, 41 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება „მეთადონი“.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.