უსაფრთხოების ღვედი უკანა სავარძელზეც სავალდებულო გახდება — რა იცვლება მძღოლებისთვის

12 აგვისტო, 2026

 
უსაფრთხოების ღვედი უკანა სავარძელზეც სავალდებულო გახდება — რა იცვლება მძღოლებისთვის
 

ავტომობილის უკანა სავარძელზე მსხდომი მგზავრებისთვის უსაფრთხოების ღვედის შეკვრა, შესაძლოა, კანონით სავალდებულო გახდეს. აღნიშნული ინიციატივა მთავრობის მიერ 5 აგვისტოს დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაშია გაწერილი.

დოკუმენტის თანახმად, კვლევები ადასტურებს, რომ უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს გარდაცვალებისა და მძიმე დაშავების რისკს. გარდა ამისა, ეს წესი იცავს არა მხოლოდ უკან მჯდომ მგზავრებს, არამედ წინა სავარძელზე მყოფი პირების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.

საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ხელისუფლება გეგმავს ეფექტური აღსრულების მექანიზმების დანერგვასა და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარებას. სტრატეგიის მთავარი მიზანი მოსახლეობაში საგზაო უსაფრთხოების კულტურის ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევებისას ფატალური შედეგების მინიმუმამდე დაყვანაა.