უკანონო კრიპტო-საქმიანობა: საგამოძიებო სამსახურმა პროვაიდერის მენეჯერი დააკავა

12 აგვისტო, 2026

 
უკანონო კრიპტო-საქმიანობა: საგამოძიებო სამსახურმა პროვაიდერის მენეჯერი დააკავა
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა საქმიანობას.

ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები უკანონო საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით. გარდა ამისა, სამართალდამცველები იძიებენ სავარაუდო გადასახადებისთვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) შესაძლო ფაქტებს.