მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს: საკადრო ცვლილება მთავრობაში
12 აგვისტო, 2026
მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს — საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ლევან ზაუტაშვილმა დაიკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ახლადდანიშნულ გუბერნატორსა და ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძეს სამთავრობო ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ ზაუტაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ყურადღება გამახვილდა მხარეში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების ეფექტიან განხორციელებაზე.
ცნობისთვის, ლევან ზაუტაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე მას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა.