ელექტროენერგიის შეზღუდვა ოზურგეთში: გაიგეთ, რომელ ქუჩებს გაეთიშება შუქი 13 აგვისტოს
12 აგვისტო, 2026
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, 13 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, 12:00-დან 14:00 საათამდე შუქი მონაცვლეობით გამოერთვება თაყაიშვილის, რუსთაველის, თავისუფლებისა და მათ მიმდებარედ არსებულ ქუჩებს.
ენერგოკომპანიის ცნობით, პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, აბონენტებს ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.