მლეთაში გაუჩინარებული 12 წლის ბიჭის საქმე: ოქროს მოწმე დუმილს არღვევს

12 აგვისტო, 2026

 
მლეთაში გაუჩინარებული 12 წლის ბიჭის საქმე: ოქროს მოწმე დუმილს არღვევს
 

მლეთაში 12 წლის წინ გაუჩინარებული გური დადიანიძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაკარგული მოზარდის მეგობარმა, ანი გელაშვილმა „დღის ამბებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სჯერა — გური ცოცხალია. მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ყველა წვრილმანზე საუბარი შეუძლებელია, თუმცა თავად იმედოვნებს, რომ ის მალე გამოჩნდება.

გელაშვილი იმ 20 ადამიანს შორის არის, რომლებიც სამართალდამცველებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოკითხეს. მან კომენტარი გააკეთა უფლებადამცველ ტარიელ კაკაბაძის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზეც, სადაც დახმარების თხოვნის ხმა ისმის. მოწმის მტკიცებით, ჩანაწერში არსებული ხმა გურიკას არ ეკუთვნის და აუცილებელია ხმის სპეციალური ექსპერტიზის ჩატარება, რათა სიმართლე დადგინდეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ესმის შვილმკვდარი დედის მძიმე ემოციური მდგომარეობა, რის გამოც შესაძლოა მას სხვა ადამიანის ხმა საკუთარი შვილისად მიემსგავსა. გარდა ამისა, ანი გელაშვილმა საპატრიარქოსაც მიმართა თხოვნით, გადაამოწმონ, ხომ არ გამოჩენილა გური რომელიმე ეპარქიაში ან მონასტერში.