ტრაგედია ოზურგეთში: გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა

12 აგვისტო, 2026

 
ტრაგედია ოზურგეთში: გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გომისმთიდან ჩამოსული მიკროავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღრმა ხრამში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობით, უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამედიცინო დაწესებულება „მედალფას“ დირექტორის, დავით მდინარაძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი პაციენტი იმყოფება. მათ შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.