ფაროსანას წინააღმდეგ: ოზურგეთში ბიოლოგიური აგენტი — იაპონური ქინქლა გაუშვეს
12 აგვისტო, 2026
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბიოლოგიური აგენტი — იაპონური ქინქლა გაუშვეს. მავნებლის პოპულაციის შეზღუდვისკენ მიმართული ღონისძიება სოფელ შრომის რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის ალავერდის სერზე, ოხოჯურსა და ზედუბანში განხორციელდა.
სპეციალური აქტივობა ოზურგეთის მერიის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა. სპეციალისტების განცხადებით, იაპონური ქინქლის გამოყენება ბიოლოგიური კონტროლის ეფექტური მეთოდია, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფაროსანას გამრავლებასთან ბრძოლას.
აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის ადმინისტრაციული ერთეული ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.