ავარია გომისმთის გზაზე: როგორია დაშავებული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

13 აგვისტო, 2026

 
ავარია გომისმთის გზაზე: როგორია დაშავებული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა
 

გომისმთიდან დაბრუნებისას მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პაციენტების მკურნალობა რამდენიმე კლინიკაში გრძელდება. სოფელ გომში მიკროავტობუსის ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ათზე მეტმა მგზავრმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსში უცხოელი ტურისტები იმყოფებოდნენ. დაშავებულთაგან ხუთი პირი, მათ შორის ორი ბავშვი, ოზურგეთის „მედალფაში“ პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბათუმში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთანავე, სამი დაშავებული მკურნალობის კურსს ჩოხატაურის „მედალფაში“ გადის. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში კი სულ 11 პაციენტია მოთავსებული (6 პედიატრიული ასაკის და 5 მოზრდილი). მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ამ ეტაპზე დამატებითი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.