საუკეთესო ქვეყნები და ქალაქები მარტო მოგზაურობისთვის: ახალი რეიტინგი
13 აგვისტო, 2026
გამოცემა HypeBae-მ მარტო მოგზაურობის მოყვარულთათვის ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. სიის სათავეში ხორვატია მოექცა, რომელიც მოგზაურებს ულამაზესი პარკებით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და გამორჩეული ადგილობრივი ღვინით იზიდავს.
რეიტინგის მეორე პოზიცია პერუმ დაიკავა, სადაც მარტოხელა ტურისტებს ინკების საიდუმლოებით მოცული ისტორიული ქალაქის, მაჩუ-პიქჩუს დათვალიერება შეუძლიათ. გარდა ამისა, სოლო-მოგზაურებისთვის განსაკუთრებით რეკომენდებულ ადგილებს შორის მოხვდნენ ბალი, სამხრეთ კორეა და ნიუ-იორკი.
HypeBae-ს საუკეთესო მიმართულებების ჩამონათვალში ასევე შევიდნენ ისეთი ქვეყნები და ქალაქები, როგორებიცაა შვეიცარია, იტალია, ახალი ორლეანი, მალტა, კოპენჰაგენი, მადრიდი, ბარსელონა, ჰონგ-კონგი, ამსტერდამი, ახალი ზელანდია, მაროკო, ავსტრალია, ტაილანდი, იაპონია და სინგაპური.